დაიერი: “კრიზისი “ტოტენჰემში? ნუ მაცინებთ”
ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელ ფეხბურთელს, ერიკ დაიერს “ტოტენჰემის” კრიზისში ყოფნის საკითხი სასაცილოდ მიაჩნია მიუხედავად იმისა, რომ “სპურსის” მოუგებელი სერია უკვე შვიდ მატჩს ითვლის.
“ხალხი “ტოტენჰემის” კრიზისში ყოფნაზე ალაპარაკდა, არადა პრემიერ ლიგის ახალ სეზონში ერთი მატჩიც არ წაგვიგია.” – განაცხადა დაიერმა, რომელმაც “ბაიერ ლევერკუზენთან” წაგებულ მატჩში (0-1) 90 წუთი ითამაშა.
“რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგი დამამწუხრებელია, მაგრა ვფიქრობ, რომ სასაცილოა როდესაც კრიზისში ყოფნას გვაბრალებენ მაშინ, როდესაც ლიგაში ჯერ ერთი მატჩიც არ წაგვიგია.
წარსულზე დარდის დრო ნამდვილად არ გვაქვს. გასულ წელს ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოგვეპოვებინა. ახლა კი ვალდებულნი ვართ, მომავალზე ვიფიქროთ და ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც გვჩვევია.”