Daily Mail: ანტონიო კონტესა და დიეგო კოშტას შორის უთანხმოება ჩამოვარდა

თარიღი: იანვარი 13, 2017

ბრიტანული Daily Mail-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “ლესტერთან” გასამართ მატჩში, ლონდონის “ჩელსის” ესპანელი ფორვარდი, დიეგო კოშტა ვერ დაეხმარება.

წყაროს ცნობით, ესპანელ შემტევსა და იტალიელ ანტონიო კონტეს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. როგორც ცნობილი ხდება, ანტონიო კონტე კატეგორიულად არ ეთანხმება კოშტას მოსაზრებას, რომლის თანახმადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდი საფრთხის ქვეშ დგას.

“ატლეტიკოს” ყოფილმა ფეხბურთელმა “ჩელსის” სამედიცინო შტაბს განუცხადა, რომ მას ძველი ტრავმების რეციდივი აქვს, თუმცა ლონდონელი ექიმები ამ აზრს არ იზიარებენ.

შედეგად, კოშტა გუნდს გამოეყო და “ლესტერშირელებთან” მისი თამაშიც გამოირიცხა. მისი ლონდონური მომავალი კი ბურუსმა მოიცვა.

მსგავსი სიახლეები