Daily Mail-მა ჰოვარდ ვებს ამერიკულ ბარში მიაკვლია, სადაც ლუდს არ ასმევდნენ
ინგლისის პრემიერ ლიგაში მომუშავე ყოფილ მსაჯს, ჰოვარდ ვებს, თავად შეექმნა პროლემები ერთ-ერთ ამერიკულ ბარში, სადაც მას Daily Mail-ის ჟურნალისტებმა მიაკვლიეს.
ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, თავად 48 წლის მელოტ ჰოვარდ ვებსაც არ შეუძლია ბარში ლუდის დალევა, თუ პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტს არ წარმოადგენს, სადაც ნათლად იქნება აღნიშნული, რომ მისი ასაკი 21 წელს აღემატება.
ბრიტანული პრესის ცნობით, MLS-ის სამსაჯო კომიტეტის მმართველმა ჭკვიანური გამოსავალი იპოვა და საკუთარი ასაკი ვიკიპედიის დახმარებით დაადასტურა.