Daily Mail: ზინედინ ზიდანსა და ფლორენტინო პერესს შორის უთანხმოება ჩამოვარდა
მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელსა და კლუბის პრეზიდენტს შორის მცირე უთანხმოება ჩამოვარდა. საქმე “რეალის” 17 წლის ფეხბურთელს, მარტინ ედეგორს ეხება, რომელიც კლუბში პირადად ფლორენტინო პერესის მოთხოვნით გადმობარგდა.
მადრიდელთა ფრანგ სპეციალისტს ჩრდილო ამერიკულ ტურზე დანიელი ფეხბურთელის წაყვანა არ სურდა, თუმცა განსხვავებული ინტერესები გააჩნდა კლუბის პრეზიდენტს. საბოლოო ჯამში, საქმეში პერესი ჩაერია, ედეგორი კი კლუბის განაცხადში მოხვდა.
ფლორენტინო პერესს ამ ნაბიჯის გადადგმა ედეგორის კონტრაქტში არსებულმა პუნქტმა აიძულა, რომლის თანახმადაც კლუბი ვალდებულია ფეხბურთელს გარკვეული დრო მისცეს მოედანზე. ამასთანავე, ჩრდილოეთ ამერიკაში ედეგორის თამაში მისთვის ახალი კლუბის ძიებაშიც შეუწყობს ხელს “რეალს”.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ედეგორს ბოლო დროს გერმანულ “ჰამბურგსა” და ინგლისურ “ლივერპულს” უკავშირებენ.