Daily Mirror: სანეს მომავალი ევრო 2016-ის შემდეგ გადაწყდება
ევრო 2016-ის დასრულების შემდეგ, გელზენკირხენის “შალკეს” ფეხბურთელი და “მანჩესტერ სიტის” სამიზნე, ლეროი სანე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი მომავლის შესახებ. ამ ინფორმაციას ინგლისური Daily Mirror ავრცელებს.
როგორც იცით, პეპ გვარდიოლას “სიტი” შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას აპირებს, რისთვისაც სანეს გამოყენებას აპირებენ. თუმცა, გერმანულ კლუბს ამ საგაში მონაწილეობის მიღება არ სურს.
ამ დროისთვის ლეროი სანე საფრანგეთში, გერმანიის ნაკრებთან ერთად იმყოფება. “შალკემ” კლუბის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელს რამოდენიმე კვირა მისცა მოსაფიქრებლად – ტურნირის დასრულების შემდეგ კი 20 წლის ფორვარდი სამშობლოში კონკრეტული მიზნით უნდა დაბრუნებულიყო.
“შალკეს” აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტიან ჰაიდელმა Bild-თან საუბრისას განაცხადა: “ლეროი სანემ ფუნდამენტალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ.
“შალკეს” კონკრეტული პასუხები ესაჭიროება.”