WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (318481) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

Daily Star: “რეალმა” “პორტოს” ანდრე სილვას ტრანსფერი შეუთანხმა”

თარიღი: იანვარი 8, 2017

მადრიდის “რეალი” იანვარში, სატრანსფერო ბანის გამო, ვერავის შეიძენს. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ შეზღუდვა “თეთრებს” ნაწილობრივ მოუხსენეს და ისინი სასურველი მოთამაშეების დამატებას ზაფხულში შეძლებენ.

ფლორენტინო პერესი, ბანის მიუხედავად, არც ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ისვენებს. Daily Star-ი იტყობინება, რომ “ბლანკოსის” პრეზიდენტმა შეთანხმებას მიაღწია “პორტოს” ახალგაზრდა შემტევის, ანდრე სილვას თაობაზე.

21 წლის ფეხბურთელის შეძენა ამ ზამთარშივე სურდა არსენ ვენგერს. “მეთოფეები” 23 მილიონ ევროსაც ჩამოდიოდნენ სილვას სანაცვლოდ. თუმცა, როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესი ამ შემთხვევაში ფულის ხარჯვას არ ერიდება: “რეალი” ზაფხულში, არც მეტი, არც ნაკლები, 58 მილიონ ევროს გადაიხდის პორტუგალიელ სპორტსმენში. ეს დეტალი “პორტოსთან” შეთანხმებულია.

ერთი სიტყვით, “თეთრებმა” ზაფხულის პირველი ტრასფერი, ფაქტობრივად, განახორციელეს.



მსგავსი სიახლეები