დაისჯება თუ არა კიკაჩეიშვილი? ლევან კობიაშვილის პასუხი

ბათუმის “დინამოს” და საჩხერის “ჩიხურას” სკანდალური მატჩის მსაჯი, 28 წლის გოგა კიკაჩეიშვილი, შესაძლოა, ფეხბურთის ფედერაციამ დასაჯოს და კიკაჩეიშვლმა დროებით, პირველ ლიგაში იმსაჯოს ან რამდენიმე მატჩი გამოტოვოს.
“ყოველი მატჩის შემდეგ მსაჯს შეფასება ეწერება. თუ შეფასება დაბალია, ბუნებრივია ეს მსაჯი ისჯება. შესაძლოა, 1 ან რამდენიმე მატჩი გამოტოვოს ან მე-2 ლიგაში იმსაჯოს. მსაჯს ფეხბურთელივით განსაზღვრული ხელფასი არ აქვს და მისი შესამოსავალი შეხვედრებზე არის დამოკიდებული. შესაბამისად, მას აკლდება ხელფასიც და ასე ხდება ყველგან, როცა მსაჯის დასჯაზეა საუბარი. ხშირად შეცდომა აღიქმება, როგორც მიზანმიმართული ქმედება და როცა საბუთი არ გაქვს დამამტკიცებელი, ასეთი საუბარი ფეხბურთს აზარალებს”, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა Facebook ლაივისას.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი “ჩიხურამ” 2-0 მოუგო ბათუმის “დინამოს” და კიკაჩეიშვილმა 2 საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. ბათუმელები ცხრილში მე-2 ადგილზე ჩამოქვეითდნენ და წინ თბილისის “დინამო” გაუშვეს.