დამდეგი მსოფლიოს ჩემპიონატის მსაჯმა ერთ მატჩში ორი უხეში შეცდომა დაუშვა (ვიდეო)
დამდეგი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა არბიტრმა ნესტორ პიტანამ არგენტინის ჩემპიონატის მატჩში უხეში შეცდომა დაუშვა.
“ესტუდიანტესსა” და “ჩაკარიტას” შორის გამართული შეხვედრის (0:2) მიმდინარეობისას პიტანამ და მისმა თანაშემწემ ვერ შენიშნეს, რომ ბურთმა პირითი ხაზი დაახლოებით ერთი მეტრით გადაკვეთა, ამ ეპიზოდს კი პენალტი მოჰყვა. კარის მიმართულებით დარტყმის შემდეგ ბურთი მცველს კორპუსზე მოხვდა და პიტანამაც უმალ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა.
42 წლის მსაჯმა იმავე მატჩში კიდევ ერთი უხეში შეცდომა დაუშვა, რასაც “ჩაკარიტას” მეორე გოლი მოჰყვა. არბიტრმა მოედნის შუაგულში თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა და სტუმრებს სწრაფი კონტრშეტევის წამოწყების საშუალება მისცა, რაც გოლით დასრულდა კიდეც.
ფიფამ ნესტორ პიტანა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მსაჯთა უმაღლეს კატეგორიაში შეიყვანა, რაც არგენტინელ არბიტრს ტურნირზე მინიმუმ 57 ათასი ევროს გამომუშავების შესაძლებლობას მისცემს.