დამსახურებული დასვენება
ერთად გავიხსენოთ ლეგენდარული ფეხბურთელი, რომლებიც სულ მალე კარიერას დაასრულებენ და დამსახურებულ დასვენებას მოიწყობენ.
რაული
ევროუპილი ფეხბურთის გულშემატკივრებს რაული 2012 წელს დაემშვიდობა, როდესაც ყატარულ “ალ-საადთან” გააფორმა კონტრაქტი. ოფიციალურად ესპანელი კარიერის დასრულებას ზაფხულშიაპირებს, როდესაც მას 37 წელი შეუსრულდება. ასაკი მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის საკმაოდ სოლიდურია, თუმცა ყატარის ჩემპიონატში 47 წლის რაულიც გამორჩეული იქნებოდა. შესანიშნავი კარიერის შედეგად უამრავი ადამიანის მოპოვებული სიყვარულის შემდეგ რაული დამსახურებულ პენსიაზე გადის.
ალესანდრო დელ პიერო
რაულის მსგავსი ისტორია კიდევ ერთ ლეგენდარულ ფეხხბურთელს აქვს. 2012 წელს დელ პიერომ მშობლიური “იუვენტუსი” დატოვა და კარიერის დასამთავრებლად ავსტრალიაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივი “სიდნეის” კაპიტანი და ლიდერი გახდა. იტალიელი უკვე 39 წლის არის და კარიერის დასრულების საკითხიც აქტუალური ხდება.
ტიერი ანრი
კიდევ ერთი ვეტერანი, ფრანგი ტიერი ანრი გახლავთ. საკმაოდ შთამბეჭდავი ევროპული კარიერის განმავლობაში ფეხბერთელმა ფაქტობრივად ყველა ტიტულის მოგება მოახერხა. ანრი ლონდონის “არსენალის” ლეგენდა გახდა, სადაც “რედ ბულსში” ასპარეზობის დროს დაბრუნდა კიდევაც და მეთოფეებს რთულ პერიოდში დახმარება ხელი გაუწოდა. ზაფხულში ფრანგი 37 წლის ხდება. მისი კლასიდან და ამერიკული ლიგის არც თუ ისე მაღალი დონიდან გამომდინარე ფეხბურთელს თამაში არ უნდა გაუჭირდეს. მთავარი პრობელმა მოტივაციაშია…
რაიან გიგზი
დაახლოებით 5 წელი იქნება, რაც საფეხბურთო საზოგადოება რაიან გიგზს პენსიაზე უშვებს, თუმცა უელსელს ასეთი აზრი თავში არც მოსვლია. რაიანი 40 წლის არის და გულშემატკივარს შესანიშნავი სპორტული ფორმით დღესაც ახარებს. თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მიმდინარე სეზონი ფეხბურთელისთვის უკანასკნელი იქნება. თანაც, მანჩესტერიდან ალექს ფერგიუსონიც წავიდა, რომლის უდიდესი დამსახურებაც იყო გიგზის მრავალწლიანი საფეხბურთო კარიერა. ვარაუდობენ, რომ მომავალი სეზონიდან გიგზი მოიესის ასისტენტი გახდება.
ხავიერ ძანეტი
გიგზის მსგავსი ისტორია კიდევ ერთ ვეტერან, ხავიერ ძანეტის აქვს, რომელიც აგვისტოში 41 წლის გახდება. ხავიერი შესანიშნავ ფორმაშია და ფორას ბევრ ახალგაზრდა მოთამაშესაც მისცემს. ფეხბურთელის დიდი სპორტიდან წასვლას 2012/13 წლების სეზონში ვარაუდობდნენ, რასაც მისი უმძიმესი ტრავმაც დაემატა. თუმცა, ძანეტიმ ყველა გააოცა, როდესაც კარიერის გაგრძელების თაობაზე გააკეთა განცხადება, ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა.
რივალდო
აპრილში რივალდოს 42 წელი შეუსრულდება! ბრაზილიელი უკვე დიდი ხანია უმაღლეს დონეზე აღად თამაშობს. მისი ბოლო სოლიდური კლუბი ბერძნული აეკ-ი იყო, სადაც რივალდო 2007/08 წლების სეზონში თამაშობდა. ახლა ბრაზილიელი მშობლიურ “მოჟი-მირინში” თავის შვილთან, რივალდინიოსთან ერთად თამაშობს. აღსანიშნავია, რომ რივალდო “მოჟი-მირის” პრეზიდენტიც არის.