დანა უაითი: “ილია თოფურიაზე ვიზრუნებ, მას ბონუსს გადავცემ”
UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა დაადასტურა, რომ ის ილია თოფურიას ბონუსს გადასცემს.
როგორც იცით, თოფურიამ UFC Vegas 16-ზე დეიმონ ჯექსონი პირველივე რაუნდში ბრწყინვალე ნოკაუტით დაამარცხა. ილია ვერ მოხვდა იმ მებრძოლებს შორის, რომლებსაც ამ ღონისძიებაზე ბონუსის სახით 50000 დოლარი შეხვდათ.
გარდა იმ თანხისა, რაც გარანტირებულია, UFC თითოეულ ღონისძიებაზე 50000-50000 დოლარს ოთხ მებრძოლს გადასცემს. UFC Vegas 16-ზე რჩეულებს შორის ჯერკ ჰერმანსონი, მარვინ ვეტორი, გაბრიელ ბენიტესი და ჯორდან ლეავიტი მოხვდნენ. მიუხედავად ამისა, დანა უაითმა ღონისძიების დასრულების შემდეგ თქვა, რომ ის ილია თოფურიასა და ჯამაჰალ ჰილზე იზრუნებს.
“ვაპირებ ილია თოფურიასა და ჯამაჰალ ჰილზე ვიზრუნო. შესაბამისად, ეს ორი მებრძოლიც საკმაოდ კარგ ბონუსს მიიღებს”, – განაცხადა UFC-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ UFC-ში გამართულ ორივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.