დანი ალვეში: “მოწინააღმდეგეების ფანები კიდევ უფრო შემიძულებენ”
დანი ალვეში თვლის, რომ “ბარსელონას” წარმატება მოწინააღმდეგე გუნდის ფანების იმედგაცრუების გამომწვევი მიზეზია, მაგრამ ის სულაც არ დარდობს იმაზე, თუ რას გრძნობენ ამ დროს ისინი.
“ჩვენ მსოფლიოში საუკეთესოები ვართ, დიახ, არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობენ სხვები. ჩვენ საუკეთესოები ვართ.
ძალიან, ძალიან, ძალიან გულახდილები რომ ვიყოთ, მოგვიწევს იმის აღიარება, რომ კატალონიელები მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი ფანები არიან.
ახლა მოწინააღმდეგე მხარის ფანებს მე კიდევ უფრო ვძულვარ, მაგრამ მე ეს არ მადარდებს, რამეთუ მესმის, რომ ზოგჯერ მოგებამ შესაძლოა სხვისი გაბრაზება გამოიწვიოს.” – განაცხადა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა Marca-სთან საუბრისას.