დანი ალვეში: “ნეიმარი ბავშვივით მგრძნობიარეა”
ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავმა, დანი ალვეშმა, თავის თანამემამულე ნეიმარ ჟუნიორზე საუბრისას აღნიშნა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ძალიან მგრძნობიარე ადამიანია.
“ნეიმარი ძალიან მგრძნობიარე ადამიანია. მასზე ძალიან ბევრი რამ ზემოქმედებს. ამ დროისთვის მის თავს ბევრი უსამართლო რამ ხდება. მერწმუნეთ, ნეიმარი ბავშვივით მგრძნობიარეა. თუმცა, არა, ის ბავშვი არ არის – ნამდვილი კაცია.
ხალხმა უნდა ისწავლოს, თუ როგორ უნდა სცეს პატივი მას. ნეის საკმარისად არავინ აფასებს. ხშირ შემთხვევაში გულშემატკივარი მას აუტსაიდერად მიიჩნევს და ცუდად ექცევა.
ნეი უკვე გამარჯვებულია, მან ფეხბურთში ბევრს მიაღწია და შეუძლია ის თქვას, რაც მოუნდება. ბევრი ისეთი აფასებს ნეის, ვისაც ცხოვრებაში არაფრისთვის მიუღწევია და როდესაც ასეთი რამ ხდება, ხმა უნდა ამოიღოს.
დღეს ის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრაზილიელი ფეხბურთელია. ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა,” – აცხადებს დანი ალვეში.