დანი ალვეშმა „ბარსელონადან“ წასვლის ვარიანტი არ გამორიცხა
ევროპული პრესა 31 წლის ბრაზილიელი მცველის დანიელ ალვეშის „ბარსელონადან“ შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ბოლო დროს ხშირად წერს.
თავად მოთამაშემ მოვლენების ასეთი განვითარება თავის ერთ-ერთ ინტერვიუში არ გამორიცხა:
„ბარსელონაში“ თამაშის მიღების შანსი ძალიან რთულია, თუმცა, მოსწონს ხალხს ეს თუ არა, მე უკვე ამ კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდი. მჭირდება ენერგია, რომელიც მოტივაციას მომიმატებს, მე ოპტიმისტი და ბედნიერი ადამიანი ვარ.
ასეთი ყოველთვის ვიყავი. ხალხისთვის ხშირად შედეგს არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ყურადღებას იმას აქცევენ, თუ ვისი წყალობით მიაღწია გუნდმა ამა თუ იმ შედეგს. ენერგიის ძალის ნამდვილად მჯერა, ამ ძალით ვცხოვრობ, თუ უარყოფით ემოციებს იქმნი, მაშინ საქმე ცუდად გექნება.
თუ ეს ენერგია შევინარჩუნე, მაშინ, დიდი ალბათობით, სხვა კლუბში გადავალ. თუ „ბარსაში“ ამ ზახულს დავრჩები, მაშინ კლუბში ცვლილებები უნდა მოხდეს“, – განაცხადა ბრაზილიელმა.
ალექსანდრე მატევოსოვი