დანი ალვეშმა “ელ კლასიკოს” შემდეგ ყურადღება თავისი განცხადებით მიიქცია
კატალონიის “ბარსელონას” მარჯვენა მცველმა, დანი ალვეშმა 2 აპრილს გამართული “ელ კლასიკოს” შემდეგ სოციალურ ქსელ Instagram-ში პოსტი გამოაქვეყნა.
ფოტოზე თავად ალვეშია აღბეჭდილი, მას მაისურზე წარწერა აქვს გაკეთებული, რომლითაც ის მსოფლიოს მშვიდობისაკენ მოუწოდებს.
რაც შეეხება განცხადებას, ის ასე გამოიყურება:
“მე ვცხოვრობ იმისათვის, რომ იმაზე მეტი ვიყო, ვიდრე მხოლოდ ფეხბურთელი. არ მინდა, რომ ტაში დამიკრათ, შეგიძლიათ, დამისტვინოთ, მე კი ყოველთვის მზად ვიქნები.
ჩემი მოვალეობა ისაა, რომ სხვა ადამიანებისათვის რაღაც კარგი გავაკეთო. ადამიანებს აქვთ იმის უფლება, რომ სიმშვიდეში იცხოვრონ, მაგრამ ამის საშუალება ყველას არ ეძლევა.
ფეხბურთი ყოველთვის ფეხბურთი იქნება, ზოგმა გუშინ ითამაშა, დღეს ჩვენ ვთამაშობთ, ხვალ კი სხვები ითამაშებენ.
არ მინდა, იმაზე ისაუბრონ, თუ როგორ ვითამაშე კონკრეტულ მატჩში. მხოლოდ ის მინდა, რომ ვიყო ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანებზე ფიქრობ. რაც არ უნდა მოხდეს, მე ყოველთვის მზად ვიქნები”, – წერს ბრაზილიელი.