დანი ალვეშმა პელეს რეკორდი დაამხო
14 მაისს, კატალონიის “ბარსელონამ” პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურში “გრანადა” დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა.
კატალონიელთა მარჯვენა მცველმა, დანი ალვეშმა კარიერაში 30-ე ტიტული მოიგო, ამ მაჩვენებლით კი ის ყველა დროის ბრაზილიელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესოა.
ამიერიდან, ყველაზე ტიტულოვან ბრაზილიელებს შორის 29 ტიტულით მეორე ადგილზე ლეგენდარული პელე იქნება.