დანი კარვახალმა ბოდიში მოიხადა

თარიღი: დეკემბერი 4, 2016

3 დეკემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მადრიდელებმა ანგარიშის გათანაბრება 90-ე წუთზე მოახერხეს, როდესაც სერხიო რამოსმა მასპინძელთა კარი თავური დარტყმით დალაშქრა. გოლის აღნიშვნისას, “რეალის” მარჯვენა მცველმა, დანი კარვახალმა კატალონიელ გულშემატკივრებს შუა თითი უჩვენა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, 24 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელ Twitter-ში განცხადება გამოაქვეყნა.

“მინდა ბოდიში მოვიხადო იმ ჟესტისათვის, რომელიც ტრიბუნას შეურაცხყოფის საპასუხოდ ვუჩვენე. ეს არის ის, რაც არ უნდა გააკეთო”, – წერს კარვახალი.

მსგავსი სიახლეები