დანიამ პერუ უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)
ახლახან დასრულდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის C ჯგუფის პირველი ტურის მეორე მატჩიც, სადაც ერთმანეთს პერუსა და დანიის საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი მოსაგებად გამოვიდა მოედანზე და ბოლომდეც დაიხარჯა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და შეიძლება ითქვას, რომ პერუს იღბალმა უმტყუვნა – გამარჯვება დანიას დარჩა (0:1).
აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს კრისტიან კუევას, პერუელთა შემტევს, თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა. 59-ე წუთზე კი პულსენმა შეძლო ევროპელთა დაპირისპირება.
პერუელებმა გაშვებული გოლის შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერეს ზეწოლა მეტოქეზე, ბოლო წუთებში არაერთხელ შექმნეს ასპროცენტიანი მომენტებიც, მაგრამ ბოლო ფაზაში იღბალმა არ გაუმართლათ.
მსოფლიოს ჩემპიონატი
C ჯგუფი (I ტური)
პერუ – დანია 0:1 (0:0)
გოლები: პულსენი 59′