დანიაში 40 წლის მწვრთნელმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა (ვიდეო)
მომდევნო კვირაში კიდევ ერთი საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდება. 28 მაისიდან დანიის სუპერლიგაში მატჩები ისევ ჩატარდება.
დანიური კლუბები მოახლოებული შეხვედრებისთვის ემზადებიან და ახლა ამხანაგურ მატჩებს მართავენ.
გასულ დღეებში ერთმანეთს “კოპენჰაგენი” და “ოდენსე” დაუპირისპირდნენ. თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე “ოდენსეს” ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. იმის გამო, რომ მთავარ მწვრთნელს ყველა ფეხბურთელი შეცვლილი ჰყავდა, მოედანზე გასვლა მის ასისტენტს, 40 წლის ჰენრიკ ჰანსენს მოუწია.
ერთ-ერთ ეპიზოდში, ჰანსენმა მეტოქეს საჯარიმოსთან ბურთი აართვა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. “ოდენსეს” კაპიტანს გოლი ისე მოეწონა, რომ მწვრთნელს კაპიტნის სამკლავური შესთავაზა.
En Dinamarca, el Odense visitó al FC Copenhague en un amistoso, mientras se espera por la reanudación de la Liga. Perdía 2-0, pero alcanzó el empate con un golazo. ¿Quién lo hizo? Henrik Hansen, ¡el ayudante de campo! Tiene 41 años, faltaban jugadores y tuvo que entrar… pic.twitter.com/5JTO9DpXOE
— SportsCenter (@SC_ESPN) May 23, 2020