დანიაში ფანებს, რომლებიც დისტანციას არ იცავდნენ, ხელკეტებით სცემეს (ვიდეო)
პირველ ივლისს დანიის თასის ფინალური შეხვედრა შედგა “ოლბორგსა” და “სონდერიისკეს” შორის, რომელიც ამ უკანასკნელის ორბურთიანი სხვაობით გამარჯვებით დასრულდა.
ფინალს ხელისუფლების გადაწყვეტილებით გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა ესწრებოდა. ფანები ვალდებულნი იყვნენ, რომ სტადიონზე ყოფნისას სოციალური დისტანცია დაეცვათ, რაც ვერ მოხერხდა.
“ოლბორგის” ფანები რეგულაციებს არ ემორჩილებოდნენ, რის გამოც 30-ე წუთზე შეხვედრა 15 წუთით შეჩერდა. თავდაპირველად კანონდამრღვევებს კლუბის ხელმძღვანელები გაესაუბრნენ, შემდეგ კი მათი სტადიონიდან გაძევება მოუწიათ, სადაც ისინი სამართალდამცველებმა ხელკეტებით სცემეს.
Videoen er blevet taget ned. Den er dog her: pic.twitter.com/2paKJcsguO
— Simon Sørensen (@Bifsimon) July 1, 2020
De ville jo så gerne være tæt sammen. Foto: Lars Poulsen #dbupokalen #AaB https://t.co/cccUWoNTfJ pic.twitter.com/TaPT4Or8JA
— Sune Paarup Odér (@suneoder) July 1, 2020