დანიელ აგერმა კარიერა დაასრულა
“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა, დანიელ აგერმა დღეს კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. 31 წლის მცველმა რამდენიმე წუთის წინსოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
“მადლობა მხარდაჭერისათვის. სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, ახლა გაჩერება სწორი გადაწყვეტილებაა. ჩემი კარიერით ვამაყობ”, – წერს დანიელი.
შეგახსენებთ, რომ აგერმა პროფესიონალური კარიერა 2004 წელს “ბროდბიუში” დაიწყო, 2006 წელს “ლივერპულში” გადავიდა, რომელშიც რვა წელი გაატარა. 2014 წელს, ის მშობლიურ “ბროდბიუში” დაბრუნდა. აგერს დანიის ეროვნული ნაკრების მაისურით 71 მატჩი აქვს ჩატარებული.
Thank you for your support.A great experience.It's sad,but it is the right decision to stop. I'm proud of my career. pic.twitter.com/Geu9y47vnN
— Daniel Agger (@DanielAgger) June 9, 2016