დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდასტურდა

თარიღი: მარტი 12, 2020

“იუვენტუსის” მცველს, დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას ტურინული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

“იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მიუხედავად ვირუსის დადასტურებისა, 25 წლის ფეხბურთელს სიპტომების გამოვლენა არ აღენიშნება. ამავდროულად, იზოლაციაში იქნებიან კლუბის ის წევრები, რომლებსაც ბოლო დროს რუგანისთან შეხება ჰქონდათ.

რუგანი სერია A-ში მოთამაშე პირველი ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

მსგავსი სიახლეები