დანილოს ტრავმა არ აქვს და “ნაპოლისთან” ითამაშებს
11 თებერვალს პამპლონაში “ოსასუნამ” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა. “ლა ლიგა სანტანდერის” 22-ე ტურში “ბლანკოსმა” მეტოქე ანგარიშით, 3-1 დაამარცხა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
დედაქალაქელებისთვის ცუდი ფაქტი 57-ე წუთზე მოხდა.
მარჯვენა მცველი, დანილო დავიდ გარსიასთან ორთაბრძოლაში დაშავდა. ამ უკანასკნელმა ბრაზილიელს კოჭში გაშლილი ფეხი ჩაარტყა. დანილო უხერხულად დაეცა გაზონზე და მარცხენა მუხლი დაიზიანა.
25 წლის სპორტსმენი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გამოკვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ საშიში არაფერია. ეს მიკროტრავმა იყო. უკვე 100 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში (ნეაპოლის “ნაპოლის” წინააღმდეგ) ითამაშებს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მისი კონკურენტი, დანიელ კარვახალი უკვე სრულ მზადყოფნაშია. დიდი ალბათობით, სწორედ ესპანელი დაიწყებს სასტარტო შემადგენლობაში თამაშს.