დანიშვნიდან 22 დღის შემდეგ – გატუზომ “ფიორენტინა” დატოვა
“ფიორენტინას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჯენარო გატუზომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმების შედეგად იქნა მიღებული.
იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად ჯენარო გატუზოს კლუბის პრეზიდენტ როკო კომისოსა და სპორტულ დირექტორ ჯანკარლო ანტონონისთან ჰქონდა გაუგებრობა.
იტალიელი სპეციალისტი გუნდში იმ პირობით მოვიდა, რომ ხელმძღვანელობა “ფიორენტინას” გაძლიერებაზე იზრუნებდა. თუმცა კლუბმა ზოგიერთ ფეხბურთელთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
კერძოდ, საქმე ნიკოლას გონსალესისა და სერჟიუ ოლივეირას საკითხს ექნება. აღსანიშნავია, რომ ამ ფეხბურთელები აგენტი, ისევე როგორც თავად გატუზოს წარმომადგენელი, ჟორჟე მენდეში გახლავთ.
გატუზოს “ფიორენტინა” 25 მაისს ჩააბარეს.