დაპირისპირება ფუტსალის სამყაროში გრძელდება
როგორც მოგეხსენებათ ფუტსალის ჩემპიონატს პროტესტი რამოდენიმე გუნდმა გამოუცხადა. ამის მთავარი მიზეზი კი გათამაშებიდან “დიცის” მოხსნა გახდა. ასევე ბოიკოტის მომწყობი გუნდების ხელმძღვანელობა ფუტსალის ასოციაციის არჩევნებს კანონიერად არ ცნობს და ვახტანგ წერეთელს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.
დღეს ფუტსალის რამოდენიმე გუნდის წარმომადგენელი ფეხბურთის ფედერაციასტან შეიკრიბა და ჟურნალისტებთან აღნიშნულ პრობელმაზე ისაუბრა.
გიორგი შანიძე (“გრანდი”): ფუტსალის ასოციაციიდან ჩვენს განცხადებას არანირი რეაქცია არ მოჰყოლია. ვაგრძელებთ პროტესტს და სანამ ჩვენთვის სასურველ შედეგ არ მივიღებთ, არ გავჩერდებით.
ალტერნატიული ლიგის შექმნის ვარიანტი არ განიხილება, მაგრამ მალე ბავშვთა ჩემპიონატს დავიწყებთ, რომელიც მთელს საქართველოს მოიცავს. თბილისის “გრანდის” გარდა გათამაშებაში მონაწილეობას რეგიონებიდან დაახლოებით 10 გუნდი ითამაშებს, რაც უპრეცენდენტო შემთხვევა. მონაწილეები 1997-დან 2000 წლამდე ბავშვები იქნებიან.
ვახტანგ მამულაშვილი (“თელასი”): გვინდა თამაში, მაგრამ ამ პირობებში ეს წარმოუდგენელია. იმედია გაურკვევლობას ბოლო მოეღება და ჩემპიონატის დაწყებას საშველი დაადგება. ასოციაციიდან ჩვენს პროტესტზე არანირი რეაქცია არ ყოფილა.
აქვე გეტყვით, რომ გაიმართა ფუტსალის უმაღლესი ლიგის მეორე წრის პირველი ტური. თუმცა, ოთხის ნაცვლად მხოლოდ ერთი შეხვედრა შედგა. “იბერია სტარმა” “არმაზი” დაამარხა. დანარჩენ გუნდებს, რომლებიც გათამაშებას ბოიკოტს უცხადებენ, წაგება ჩაეთვალათ.