დაპირისპირება რომში
რომში ადგილობრივ “რომასა” და “ცსკას” შორის გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდე და მისი მიმდიანრეობის დროს კლუბების გულშემატკივრებს შორის ხელჩართულ კონფლიქტებს ჰქონდა ადგილი.
ფანებმა დაპირისპირებების დროს დანებიც კი გამოიყენეს. ცნობილია, რომ არიან დაჭრილები და დაპატიმრებულებიც. ტრიბუნებზე კი მხარდამჭერებმა ერთმანეთს ანთებულ პიროტექნიაკს ესროდნენ.
მხარეების დაწყნარება პოლიციამ ცრემლსადენი გაზით მოახერხა. სამართალდამცავებმა 17 რუსი ფანი დააკავეს. 7 მათგანი სასამართლოს წინაშე წარსდგება.