დარასელიას თანაშემწე გიორგი მეგრელაძე იქნება

თარიღი: დეკემბერი 16, 2014

მოგეხსენებათ, ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი რევაზ ძოძუაშვილმა უკვე დატოვა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში.

დღეს საბოლოოდ გადაწყდა, რომ „ტორპედოს“ ახალი თავკაცი – 46 წლის გიორგი დარასელია იქნება. მისი, როგორც ფეხბურთელის, კარიერა სწორედ მშობლიური ქალაქის კლუბში დაიწყო, სადაც ამპლუით თავდამსხმელმა საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში ქუთაისელთა ღირსება 155 მატჩში დაიცვა და 41 გოლიც გაიტანა. 9 თამაში ჩაატარა ქვეყნის პირველ გუნდშიც და 2-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, 2004 წლიდან დღემდე დარასელიას სულ 7 კლუბში აქვს ნამუშევარი. თავიდან 3 წელი თანაშემწედ იყო ისრაელის კფარ-საბას „ჰაპოელში“, შემდეგ ამავე ქვეყნის წარმომადგენელ სახნინის „ბნეიში“ მოღვაწეობდა, საიდანაც გადავიდა ხაიფას „მაკაბში“ და ორჯერ გახდა ისრაელის ჩემპიონი. 2012 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა გორის „დილას“ ჩაუდგა სათავეში, რომელმაც ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. აქედან წავიდა რუსულ „სკა-ენერგიაში“, ბოლოს კი „ზუგდიდს“ წვრთნიდა.

ცნობილია დარასელიას თანაშემწის ვინაობაც, ეს პოსტი „ტორპედოს“ ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა 36 წლის გიორგი მეგრელაძემ დაიკავა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა მიმდინარე წელს „ტორპედოს“ დუბლშემადგენლობაში დაიწყო.

იმის გამო, რომ ჩვენი ქალაქის მერი, ბატონი შოთა მურღულია ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება, ახალი მთავარი მწვრთნელის წარდგენის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

FCTorpedo.GE

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დღეს, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის გარდაცვალების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარადონას კარიერა ფოტოებით

დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. წარმოგიდგენთ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის კარიერას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. არგენტინის ხელისუფლებამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პელე: “იმედი მაქვს, ზეცაში ბურთით ერთად ვითამაშებთ”

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ დიეგო მარადონას გარდაცვალების შემდეგ განცხადე გაავრცელა. პელემ მარადონას ოჯახს მიუსამძიმრა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლეგენდარული დიეგო მარადონა გარდაიცვალა

არგენტინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. არგენტინული გამოცემა Clarin […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა კალაძე გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და თბილისის მერი კახა კალაძე დაჯარიმებულ გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის. “ჯერ არ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტევესი პოლიტიკაში მიდის

“ბოკა ხუნიორსის” თავდამსხმელი კარლოს ტევესი კარიერის დასრულებას აპირებს. El Destape-ს ცნობით, 36 წლის არგენტინელი ფეხბურთელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი კეკელიძე: “ლანჩხუთის” უნიჭიერეს ფეხბურთელს სტიპენდიას დავუნიშნავთ”

ქალთა საფეხბურთო გუნდის “ლანჩუთის” 16 წლის ფეხბურთელი ანა გობრონიძე “გურული დღიურების ფონდის” სტიპენდიანტი გახდა. ამის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ დაუთმო ბრუნო ფერნანდეშმა მარკუს რეშფორდს პენალტი?

24 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ისტანბულ ბაშაქშეჰირი” მიიღო ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ალბათ, ვიდეორეფერი სხვა თამაშს უყურებდა” – ნაგელსმანი აღშფოთებულია

“ლაიფციგის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა “პარი სენ-ჟერმენთან” განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფერენცვაროშის” ფეხბურთელმა “იუვენტუსის” კარში გატანილი გოლი რონალ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “იუვენტუსსა” და “ფერენცვაროშს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-19 წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი დევდარიანის 4 მთავარი პუნქტი, რასაც ნაკრებში შეცვლიდა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის “დინამოს” ყოფილმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა 4 ძირითად პუნქტზე ისაუბრა, რასაც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩირო იმობილემ “ზენიტს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Ciro Immobile what a goal for Lazio. pic.twitter.com/JKQ25pS6ht — DeShaun (@DeshaunTalks) November 24, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “გუნდი ორკესტრია, ფირმინო კი 12 ინსტრუმენტზე უკრავს”

მერსესაიდულ “ლივერპულში” დიოგო ჟოტას გამოჩენამ რობერტო ფირმინოს პოზიციები მცირედით შეარყია. მიუხედავად ამისა, იურგენ კლოპმა პრესასთან [&he...
წაკითხვა