დარჩა 3 დღე – გრეგ ფიქი შერკინებას გვიქებს

თარიღი: ნოემბერი 14, 2014

ბორჯღალოსნები დუბლიმში ირლანდიასთან გასამართი ნოემბრის ტესტისათვის მზადებას აგრძელებენ. შეხვედრა, რომელსაც ქართული რაგბის ქომაგი 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ელოდა კვირას, 16 ნოემბერს 18:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

შეხვედრამდე სამი დღით ადრე კი, „სამყურების“ შერკინების მწვრთნელი, გრეგ ფიქი სამხრეთ აფრიკასთან ჩატარებული მატჩისა და ბორჯღალოსნებთან მომავალი რკენის შესახებ საუბრობს.

“მთელი ყურადღება საქართველოს წინააღმდეგ გასამართი თამაშის მიმართ გვაქვს მიბყრობილი, მაგრამ სამხრეთ აფრიკის დამარცხებით გამოწვეული ტკბილ-მწარე გრძნობა ჯერ არ დაგვიწყებია. მორკინალთა უმეტესობა ასე გრძნობს თავს. თამაშის მოგებით უნდა გაიხარო, მაგრამ არ უნდა დაივიწყო რის ხარჯზე მიაღწიე ამას.“ განაცხადა გრეგ ფიქმა სამხრეთ აფრიკასთან ირლანდიის ნაკრების შერკინების თამაშის შეფასებისას.

“კარგად მოვემზადედ მომავალი თამაშისათვის. დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ უაზრო ჯარიმები არ ავიღოთ შერკინებაში – ბურთის შეგდებამდე, რომ არ მივაწვეთ. სამხრეთ აფრიკასთან, როგორც სჩანს ცოტა ყურადღება მოვადუნეთ. შერკინებაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება გვინდა და ამისათვის ვერც კი ინატრებდი უკეთეს ოპონენტს, ვიდრე საქართველოა. ისინი ლამისაა ორი წლის ასაკიდან დგანან შერკინებაში. მათ ეს უყვართ და ძალიან კარგად გამოსდით.”

“საქართველოს ზოგიერთ თამაშს, რომ გადახედოთ – ქართველები საზრიანად თამაშობენ. მათი დაცვა საკმაოდ კარგად ამოდის და კეტავს ხაზს, შესაბამისად ამ გუნდთან ბურთის იქით-აქეთ გადაცემით იმაზე ფიქრით, რომ ლელოებს დაუდებ, ფონს ვერ გახვალ. კარგად უნდა იყო ორგანიზებული. მზად უნდა იყო მიწაზე რთული თამაშისათვის და ყოველთვის ფიქრობდე ბურთის შენარჩუნებაზე – ეს ის უმთავრესი რამ არის რის გაკეთებასაც ვეცდებით საქართველოსთან. შესაძლოა საქართველოს ნაკრებს განსაკუთრებული შედეგები არ ჰქონდეს, მაგრამ ბევრი გუნდისთვის სერიოზული პრობლემები შეუქმნია.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რეკორდული კონტრაქტი: “კანზას სიტი” მაჰოუმსს ნახევარ მილიარდ დოლარს გადაუხდის

ამერიკული პრესის ავტორიტეტული წარმომადგენლები პატრიკ მაჰოუმსის მიერ გაფორმებული ახალი ხელშეკრულების გასაოცარ დეტალებზე საუბრობენ. რამდენადაც ჩვენთვის ...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხელბურთი. ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები იანვარში გაიმართება

იანვარში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს ხელბურთელთა ორი ასაკობრივი ნაკრები. 8-17 იანვარს ლატვიაში – ახალგაზრდული, ხოლო 25-31 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მოჭიდავე იური ლომაძე დააკავეს

“მთავარი არხის” ინფორმაციით, პოლიციამ საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძე გატაცებისა და წამების ბრალდებით დააკავა. ...
წაკითხვა
სხვადასხვა

სპირანაკი: “შიშველ ფოტოს ყველა მსურველს ვუგზავნი, ოღონდ ერთი პირობით”

გოლფის ამერიკელმა ვარსკვლავმა, პეიჯ სპირანაკმა, პრესასთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო რამ აღიარა. მისი თქმით, ის შიშველ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაკგრეგორი აბდულმანაპ ნურმაგომედოვის გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა

UFC-ის ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამისა და მწვრთნელის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა. [...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა ხაბიბ ნურმაგომედოვს მიუსამძიმრა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ხაბიბ ნურმაგომედოვის მამისა და მწვრთნელის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა. [&he...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა გარდაიცვალა

UFC-ის ვარსკვლავის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა და მწვრთნელი, აბდულმანაპ ნურმაგომედოვი გარდაიცვალა. აბდულმანაპს კორონავირუსი დაუდასტურდა და კომაში [&hel...
წაკითხვა
სხვადასხვა

იუტა ლერდამი – ულამაზესი ჰოლანდიელი მოციგურავე (ფოტო)

იუტა ლერდამი ჰოლანდიელი მოციგურავეა. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ჩემპიონია. გთავაზობთ მის ფოტოებს:...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავა ხაბიბ ნურმაგომედოვმა 2019-2020 წლებში?

UFC-ის დაღესტნელმა ვარსკვლავმა, კონორ მაკგრეგორმა 2019-2020 წლებში 16.5 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო და ამ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

WWE-ს მძიმეწონიანი მებრძოლის თქმით, ის ქალმა გააუპატიურა

WWE-ს მძიმეწონიანი მებრძოლი კიტ ლი ირწმუნება, რომ ტეხასში ყოფნისას ქალმა გააუპატიურა. 145-კილოგრამიანი ამერიკელი მებრძოლის სიტყვებს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორის მწვრთნელი აანონსებს ბრძოლებს, რომლებიც დაბრუნების შემთხვევაში შედგება

UFC-ის სუპერვარსკვლავი მებრძოლის, კონორ მაკგრეგორის, მწვრთნელი ჯონ კავანა პრესასთან საუბრისას აცხადებს, რომ ირლანდიელი ვარსკვლავი ოქტაგონზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიგა ტატიაშვილი: “მე ჩემ მგზავრებს მოვატყუე, რომ პოლიცია მოდიოდა…”

ტელეკომპანია “მთავარი არხი” ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონის, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილის ჩვენებას ავრცელებს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებ...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში პოლიციამ 17 ადამიანი დააკავა. როგორც […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჭიდაობის ფედერაცია: “გიგა ტატიაშვილი მოჭიდავე არ არის”

ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. “ბოლო დღეებში, მასმედიაში რამდენიმეჯერ გავრცელდა ი...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტიტანური ბრძოლის შემდეგ, პორიემ და ჰუკერმა, ჭრილობები გამოაჩინეს (ფოტო)

UFC-ის ვარსკვლავებმა, დასტინ პორიემ და დენ ჰუკერმა, ბრწყინვალე საბრძოლო შოუს ჩვენების შემდეგ გულშემატკივრებს ბრძოლის დროს […]...
წაკითხვა