დარიო სრნა: “მოდრიჩი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია”

თარიღი: თებერვალი 8, 2017

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, დარიო სრნამ თანამემამულე ლუკა მოდრიჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია.

“ლუკა მოდრიჩი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია. იმას არ ვამბობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, ის უდაოდ, საუკეთესოა. ლუკა წლების განმავლობაში პროგრესს განიცდიდა და ჩემი აზრით, ახლა გამორჩეული პერიოდი უდგას. ვფიქრობ, მოდრიჩის გარეშე “რეალს” ბევრი პრობლემა შეექმნებოდა”, – ციტირებს სრნას სიტყვებს “მარკა”.

543140010

მსგავსი სიახლეები