დარმიანი ლაზარეთში რამოდენიმე კვირას გაატარებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ მატეო დარმიანი უახლოეს მომავალში ინგლისური გრანდისთვის დახმარების გაწევას ვერ შეძლებს.
იტალიელი ფეხბურთელი “სანდერლენდთან” გამართული მატჩის პირველ ნახევარში დაშავდა. დარმიანი 21 წლის დონალდ ლავმა შეცვალა.
“ის, რაც ჩვენს თავს ხდება დაუჯერებელია. კიდევ ერთი მცველი დაგვიშავდა, რის შედეგადაც ცენტრალური მცველის გარეშე დავრჩით.” – განაცხადა ვან გაალმა.
შეგახსენებთ, რომ დარმიანის გარდა ლუის დახმარებას ვერ შეძლებს: ლუკ შოუ, მარკოს როხო, ფილ ჯონსი, გილერმო ვარელა, ეშლი იანგი და ანტონიო ვალენსია.