დარმიანი „ნორვიჩთან“ მატჩისას საკაცით გაიყვანეს
„მანნჩესტერ იუნაიტედისა“ და იტალიის ნაკრების მცველმა მატეო დარმიანმა „ნორვიჩთან“ ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურის მიმდინარე მატჩში ტრავმა მიიღო.
მე-16 წუთზე 26 წლის იტალიელი საკაცით გაიყვანეს, მისი ადგილი კი კემერონ ბოტვიკ-ჯექსონმა დაიკავა. ამჟამად ფეხბურთელის ტრავმის შესახებ არაფერია ცნობილი.
აქამდე გაირკვა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ტრავმების გამო იტალიის ნაკრებს ნახევარმცველები კლაუდიო მარკიზიო („იუვენტუსი“) და მარკო ვერატი (პსჟ) გამოაკლდებიან.