დასავლეთის უპირატესობით…
სენაკსა და თბილისში განახლდა საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში უფროსი
ასაკის, 17-წლამდელ გოგონათა შორის. 27 ქულით ლიდერობს ფოთის ოქროს ვერძი,
რომელიც 3 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, შარშანდელ ჩემპიონ აჭარის გუნდს.
ფოთმა დღეს 22-14 დაამარცხა სამტრედია, ვისთანაც პირველ წრეში ერთადერთი
ქულა დაკარგა. აღმოსავლეთის გუნდებში საუკეთესო შედეგი, 17 ქულა აქვს
თბილისის ქარიშხალას. თბილისის ტურში ყველაზე საინტერესო იყო ყვარლისა და
პეგასის მატჩი, რომელიც ფრედ, 21-21 დასრულდა.
ახლა თბილისში, 23-27 მარტს, გაიმართება მეორე წრის საერთო ტური, ჩემპიონი
კი გამოვლინდება სამწრიანი ტურნირის, ანუ 24-24 მატჩის შემდეგ. ამ ასაკის
2002-03 წელში დაბადებულ გოგონებს 2019 წლის აგვისტოში თანატოლთა ევროპის
ჩემპიონატი უწევთ თბილისში.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19
გოგონები, 17 წლამდე
9 მარტი, არენა 2
მამული – ქარიშხალა 24-33
პეგასი – ყვარელი 21-21
ყვარელი – მამული 27-23
მსაჯები: ი. გოგოლაძე, ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი
10 მარტი, სენაკის სპორტის სასახლე
ბსბ ბათუმი – სამტრედია 11-15
წყალტუბო – აჭარა 8-24
ფოთი – წყალტუბო 22-12
აჭარა – ბსბ ბათუმი 24-10
სამტრედია – ფოთი 14-22
მსაჯები: ი. ჭკუასელი, შ. სტურუა, გ. გველესიანი
—————-თ—მ—ფ—წ——-ბ——ქ
ფოთი———14–13—1—0–259-171–27
აჭარა———-14–12—0—2–298-190–24
ქარიშხალა—12—8—1—3–296-247–17
სამტრედია—14—8—1—5–235-200–17
ყვარელი——13—7—2—4–244-210–16
პეგასი———12—4—1—7–222-220—9
ბათუმი——-14—3—1–10–171-239—7
წყალტუბო—14—1–1–12–156-283—3
მამული——-13—0–0–13–207-328—0
საერთო ტური. 23-27 მარტი, თბილისი