დათა სიჭინავა: “მოგება ძალიან გვჭირდებოდა”
უმაღლესი ლიგის 21-ე ტურში ბოლნისის “სიონმა” რუსთავში ადგილობრივი “მეტალურგი” დაამარცხა (2:1) და სანაკრებო პაუზაზე გასვლის წინ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
Fanebi.com “ფოლადზე” გამართულ მატჩში ბოლნისელთა მხრიდან გატანილ ერთ-ერთი გოლის ავტორს, დათა სიჭინავას გაესაუბრა.
“ძალიან რთული თამაში გამოვიდა. წინა შეხვედრები წავაგეთ და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოგება ძალიან გვჭრდებოდა.
ყველანაირად ვეცადეთ მწვრთნელის დავალება შეგვესრულებინა და სუსტად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ მდგომარეობა მეორე ნახევარში გამოვასწორეთ. ანგარიშის გათანაბრება ჩემი გოლით შევძელით, თუმცა რაც მთავარია მოვიგეთ და გოლს ვინ გაიტანდა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
სანაკრებო პაუზის წინ მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ ჩვენმა კონკურენტებმა ქულები დაკარგეს. “სიონის” საბოლოო მიზანი რაც შეიძლება მაღალი საფეხურის დაკავება იქნება”