დათა სიჭინავას ორი საოცარი ჯარიმა “ვიტ ჯორჯიას” კარში (ვიდეო)
ზუგდიდის “დინამოს” ნახევარმცველმა დათა სიჭინავამ, რომელიც ჯარიმების საოცარი შესრულებით გამოირჩევა, “ვიტ ჯორჯიას” კარში ძალიან მაგარი ჯარიმა შეაგდო და ბოლო წუთზე მისთვის ჩვეულებრივი ჯარიმით მეორეჯერაც გამოიჩინა თავი.
სიჭინავას გოლით “დინამომ” ანგარიში 2-2 გახადა, 5 წუთში ზაურ ხაბეიშვილის თავური დარტყმით ზუგდიდი წინ გავიდა, შემდეგ სიჭინავამ მეკარესთან პირისპირის გიორგი ჭანუყვაძე გაიყვანა, 90-ე წუთზე კი კვლავ ჯარიმა მახვილი კუთხიდან შეაგდო.