დათანხმდება თუ არა მესი რონალდუს შემოთავაზებას?
რამდენიმე კვირის წინ, უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვების ცერემონიალზე რონალდუმ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელმა თქვა, რომ ისინი ერთამენთს დიდი ხანია იცნობენ, თუმცა ერთად არასოდეს უვახშმიათ. კრიშტიანომ არგენტინელი ფეხბურთელი ვახშამზე დაპატიჟა.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მესის შეკითხვა ამ საკითხის შესახებ დაუსვეს, მან კი ასე უპასუხა:
“დიახ, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. კრიშტიანოსთან კონფლიქტი არც არასდროს მქონია. შესაძლოა, ჩვენ მეგობრები არ ვართ, რადგან თანაგუნდელები არ ვყოფილვართ, მაგრამ მას დაჯილდოვების ცერემონიალებზე ვნახულობდი.
ბოლო ღონისძიებაზე ერთმანეთთან ბევრი ვისაუბრეთ. არ ვიცი, შედგება თუ არა ჩვენი ვახშამი, რადგან ორივეს გადატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, მის შემოთავაზებას ვთანხმდები”, – უთხრა მესიმ გამოცემა Sport-ს.