დათო გორგილაძე: “გმირი ვერ გახდება ფეხბურთელი მხოლოდ იმის გამო, რომ გოლები გააქვს”
ტელეწამყვანი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს.
“მე თუ მკითხავთ:
გმირი ვერ გახდება ფეხბურთელი მხოლოდ იმის გამო, რომ გოლები გააქვს, კარგ პასს იძლევა და ლამაზად აგორავებს ბურთს. ამაში კი ხელფასს იღებს. ის უბრალოდ კარგი ფეხბურთელია და პლუს ამას თუ კარგი ადამიანიცაა, ღმერთმა გაუმარჯოს.
აი, გმირია ადამინი, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვას სიცოცხლეს აჩუქებს ან შეეცდება მაინც.
კიდევ სხვა ვიღაცებიც არიან გმირები. მაგალითად მარტოხელა მშობლები, მთელი დღე ქანცგაწყვეტილები რომ არიან შრომით და შინ მიბრუნებულები შვილთან თამაშის ძალას გამონახავენ. თან ისე, რომ დაღლილობას არ აგრძნობინებენ ბავშვს.
დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი.
ნუ ავკიდებთ გმირის მძიმე იარლიყს მას, ვინც უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს ანაზღაურების სანაცვლოდ და ამას აკეთებს კარგად.
და, კიდევ ერთი: გმირობა ფულში არ ხურდავდება. მითუფრო მაშინ, როცა ადამიანს ეს არ უთხოვია.
არათუ არ ხურდავდება, უფასურდება კიდეც
სანამ კუდებს გამოაბამდეთ:
კვარაცხელიას ყოველ მომდევნო თამაშს ისევე ველოდები, როგორც Breaking bad-ის ახალ ეპიზოდს ან შორეულ ბავშვიბაში “ადამიანი ობობას” ანიმაციას ველოდი დილაობით.
მეტიც, მიმაჩნია, რომ ხალხი მიაბრუნა ნაკრებით სიამაყის სიხარულისკენ.
მოვრჩეთ ამაზე, დავიშალეთ.” – დაწერა გორგილაძემ.