დათო ტურაშვილი: “არ მინდოდა ამის თქმა, რაც ბადრი კვარაცხელიამ მითხრა, მაგრამ ყაველაშვილმა მაიძულა”
მწერალი დათო ტურაშვილი პარლამენტის წევრის, ყოფილი ფეხბურთელის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართვას პასუხობს.
“ხვიჩა კვარაცხელია, არათუ აღფრთოვანებული ვარ, რა თემაზეც არ მაქვს ლექცია, რა სოფელშიც არ მივდივარ, ყველას ვუყვები ხვიჩას მაგალითს. თუ მოინდომებთ, რომ მარტო ნიჭი არ არის საკმარისი და იმ ნიჭს უნდა გაწვრთნა, შრომა, ყველა იქნებით კვარაცხელიას მსგავსები. ჩემთვის ეს არის სამაგალითო ბიჭი”
“რაც მითხრა ბადრი კვარაცხელიამ, არ მინდოდა თქმა, მაგრამ ვიტყვი. ახსენა, რამდენიმე შემთხვევა, როცა ხვიჩა გააკრიტიკეს ვიღაცებმა. მე ისეთი საშინელი რეაქცია მქონდა, ან წაკითხული ჰქონდა ან მოსმენილი. შემომხედა, იცი თმა როდის გამიჭაღარავდა, როცა ხვიჩამ “ნაპოლიში დაიწყო თამაშიო”. ყველა სიტყვა ტყვიაზე საშინელია. მინდოდა მეთქვა, არ იდარდოთ, ჩამეკრა”
“რამდენი ნაძირალა, მოღალატე გამოვიარეთ და რა არ ეღირსა ამ ქვეყანას მთავრობა, რომელიც განსხვავებულ აზრს აიტანს” – განაცხადა მწერალმა.
“რას ნიშნავს რუსები ვართ? ან დამიმტკიცებ ან კიდევ ბოდიშს მოიხდი რა, ვინ არის რუსი?… ვინ არის ამ ქვეყნის შენზე ნაკლები მოყვარული” – მიმართა ყაველაშვილმა ტურაშვილს 2 დღის წინ.