დათო ტურაშვილი: “მე ვარ დიეგო” / მხოლოდ ქინქლაძე იყო ჩემზე მაგარი”
მწერალმა დათო ტურაშვილმა დათო გორგილაძის გადაცემა “აუტანელ სიმსუბუქეში” მარადონაზე ისაუბრა.
გორგილაძის კითხვა: ვინ იქნებოდა მარადონა რომ არ გაესინჯა ნარკოტიკი, იმაზე დიდი როგორ იქნებოდა, რაც უკვე იყო?
“ვუყურებდი ლაივში მის დაკრძალვას და სულ ვკითხულობდი კომენტარებს, ძირითადად არგენტინელების. ვუყურებდი მათ რეაქციებს, შეფასებებს და იყო 50-50-ზე, ცოტა მეტი, ვისაც უყვარს. აქვთ მის მიმართ ფანატიური სიყვარული ან პირიქით. სწორედ იმის გამო, რომ იყო ყველაზე დიდი, მაგრამ არა, როგორც სპორტსმენი ან ფეხბურთელი. მარადონამ მათთვის და არგენტინისთვის ყველაზე მეტი შეძლო და ყველაზე მეტი გაიღო მოედანზე. მე თარგმნილი მაქვს მისი წიგნი “მე ვარ დიეგო” და იქ ერთი ეპიზოდია, როგორ აღწერს მაისურის ჩაცმას. წარმოგიდგენია, ჩვენ ფეხბურთელებს ჰქონდეთ ეს განცდა, დამოკიდებულება და სიყვარული უბრალოდ მაისურადმი”.
“მე ერთხელ მეცვა მაისური, შოთა არველაძის დამსახურებით ამხანაგურ მატჩში. მარტო ქინქლაძე იყო ჩემზე მაგარი, დედაჩემი მეუბნებოდა ფეხები დაგეღუნება შვილოო, დამღუნოდა. ვალები მაინც არ მექნებოდა”, – განაცხადა ტურაშვილმა.
საინტერესოა, რომ 1994 წელს ქინქლაძე “ბოკაში” იჯარით იყო განათხოვრებული, სადაც მთავარ მწვრთნელად დიეგო მარადონა იყო. ქინქი იხსენება, რომ მარადონა ვარჯიშებზე 2 გოგონასთან ერთად მოდიოდა და უბრალოდ, არაფერს აკეთებდა.