დათო ვართანიანი, 1969-2014

თარიღი: აგვისტო 20, 2014

ქართული სარაგბო თემი თავზარდაცემულია – უეცრად გამოგვაკლდა საღ-სალამათი წევრი, ალალი და უღალატო მეგობარი, ზნე-კეთილი ადამიანი და მზარდი სპეციალისტი დათო ვართანიანი, ვინაც ჩვენს წიაღში 30 სისხლ-სავსე წელი გაატარა.

დაიბადა 1969 წელს. თამაში განათლების განყოფილების გუნდში (ახლანდელი ლელო), 15 წლისამ დაიწყო. მერე იყო ელმავალი, სამედიცინო, ჯარი, აკადემია, მიმინო, ვესტა, ქორები, ლოკომოტივი და საფრანგეთიც.

დათო ნაკრებში 1990 წელს აიყვანეს – ფრანგულ ტურნეში მონაწილეობდა, პირველი კეპი კი მეოთხე ტესტში, 1991 წელს, უკრაინასთან მიითვალა.

მერე მიზეზთა გამო ჰქონდა ხანგრძლივი პაუზა, მაგრამ 28 წლისა კიდევ დაბრუნდა დიდ სპორტში და 8 წელიც ითამაშა – 2000 წელს, სულ პირველ “ერთა თასზე”, ხუთიდან სამ მატჩში ირაგბა, და სანაკრებო კარიერა 9 ბორჯღალით დაასრულა.

თამაშობდა შერკინების მესამე ხაზში. ჯანი, სიმარდე, ბრძოლის ჟინი ბუნებისგან ჰქონდა მომადლებული და ალღოიანი მობურთალიც იყო.

საფრანგეთ-მოვლილმა ბოლო ხანს მწვრთნელობა სცადა და ამ სფეროშიც მიაღწია წარმატებას: მისმა დამოძღვრილმა არმაზმა უმაღლეს ლიგაში პირველად დაიკავა მეოთხე ადგილი (2012-13)

დათომ ჭაბუკთა ნაკრებსაც დაატყო ხელი: ნორჩმა ბორჯღალოსნებმა შარშან, შემოდგომაზე, პორტუგალიაში მოიგეს ევროპის ალაფა, წლეულს, გაზაფხულზე კი, ჰონკონგში, მსოფლიო ალაფაზე, ოთხიდან სამ მატჩში იმარჯვეს.

დავითმა პარასკევს არმაზს უთავკაცა ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში, ორშაბათს ღამით კი გულმა უმტყუნა. 45 წლის ვაჟკაცი ასე უღმერთოდ გამოგვეცალა ხელიდან და უნუგეშოდ დაგვტოვა.

უფალმა გაანათლოს ჩვენი საყვარელი მეგობრის სული

ქართული სარაგბო თემი

პანაშვიდი
ხუთშაბათს და პარასკევს (21 და 22 აგვისტოს)

მისამართი: ვარკეთილი, IV მიკრო რაიონი, III კვარტალი, მე-11 კორპუსი, I სადარბაზო (მისასვლელი ვაზისუბნის მხრიდან)

გასვენება
შაბათს, 23 აგვისტოს 14 საათზე

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილი: “16 წლიდან ფიზიკურად ვმუშაობდი, ტაქსის მძღოლადაც ვიმუშავე”

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში იმ წლებზე ისაუბრა, როცა მას საზოგადოება ჯერ კიდევ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა ძიუდოისტებმა თელ ავივის გრან სლემზე?

18-20 თებერვალს თელ ავივის გრან სლემი გაიმართა. ისრაელში ჩატარებულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სულ რვა მედალი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დარია ბილოდიდი ქართველი ძიუდოისტის ნიჭით მოიხიბლა (ვიდეო)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ილია სულამანიძე, გარდა იმისა, რომ ნიჭიერი სპორტსმენია, შესანიშნავად უკრავს სხვადასხვა მუსიკალურ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ეთერ ლიპარტელიანის ულამაზესი იპონი რუსი მეტოქის წინააღმდეგ 11 წამში (ვიდეო)

ეთერ ლიპარტელიანი – დიანა დჟიგაროსი (რუსეთი) Eter Liparteliani (GEO) ippon vs Diana Dzhigaros (RUS) pic.twitter.com/YlW0w4eCWU […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რაფაელ ნადალმა 34 წლის ასაკში ეს პირველად გამოსცადა – ინციდენტი მაყურებელთან (ვიდეო)

11 თებერვალს, ავსტრალიის ღია პირველობაზე მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფალე ნადალი ამერიკელ მაიკლ მოს დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იური ლომაძე გაათავისუფლეს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ევროპის ვიცე- ჩემპიონი იური ლომაძე დღეს, 10 თებერვალს საპატიმროდან გაათავისუფლეს. მასთან ერთად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ვნახოთ, ბრძოლის შემდეგ როგორ იჭიკჭიკებს” – მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანზე

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ფეისბუქ ლაივის საშუალებით რუსი პიოტრ იანის ბოლოდროინდელ პოსტებს გამოეხმაურა. 29 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძე: “საქართველოდან მოდის ის შური და ბოღმა, რაც გადავიტანე”

სოციალურ ქსელში აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა. 41 წლის სპორტსმენმა მის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“მეგონა თოვლიან წყალში ვხტებოდი, მაგრამ ბასრი ყინული დამხვდა” – მერაბ დვ

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში იმ ინციდენტის ამსახველ კადრებს აქვეყნებს, რომელიც მას შეემთხვა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა ბედი ელის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს?

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს ყველა სპორტულ ღონისძიებას შეუქმნა პრობლემები. მსგავსად ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისა, გადაიდო ტოკიოს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ხელები უკანკალებს!” – ლევან საგინაშვილის სიგიჟე დუბაიში (ვიდეო)

ქართველი მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი დუბაიში იმყოფება. მასთან ერთად არიან ამერიკელი მკლავჭიდელი მაიკლ ტოდი და ფაურლიფტერი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

‘ილოცე, რომ ჩვენი გზები არ გადაიკვეთოს!’ – ილია თოფურია რუს მებრძოლს

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია რუსი პიოტრ იანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თელ-ავივის გრან სლემზე

18-20 თებერვალს საქართველოს ძიუდოს ნაკრები თელ-ავივის გრან სლემზე 18 სპორტსმენით იასპარეზებს. აღსანიშნავია ნუგზარ ტატალაშვილის დაბრუნება, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი სტერლინგს: “შენს მეგობარ მერაბს შეუძლია იგივე განიცადოს ჩემი ძმისაგან!

UFC-ის მებრძოლმა, სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა სოციალურ ქსელის საშუალებით ალჯამეინ სტერლინგს მიმართა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბელგიელ ველომრბოლელს მამაკაცების გუნდში მუშაობაზე უარი “შეუფერებელი” ფოტოების

ბელგიელი ველომრბოლელი, ტარა გინსი, რომელმაც კარიერა უკვე დაასრულა, განაცხადა, რომ მას მამაკაცების ველომრბოლელთა კლუბში სპორტული […]...
წაკითხვა