დაწინაურდნენ ყოჩები
საქართველოს XXV ჩემპიონატის მესამე ტურის შემდეგ წინ ბოლნისის “ყოჩები” გაიჭრნენ.
III ტურის მატჩების ფოტოები >>>
დიდი დატვირთვა დააწვა შევარდენის სანაკრებო ბაზას – ხუთიდან სამი მატჩი მის მთავარ მოედანზე გაიმართა.
ამის მიზეზი კვირას, ავჭალაში დენის უეცარი გამორთვა იყო, რის გამოც ორი გუნდი, მსაჯები და ქომაგები ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მივიდნენ და რაგბი 22 საათზე გააჩაღეს.
ყოჩებმა კვირასვე, ბოლნისში 16 ქულით, მაგრამ უპრემიოდ ძლიეს ქუთაისის აია, ვისაც აკლდა კლერმონის ტურნირზე მოასპარეზე 8 ნორჩი ბორჯღალოსანი და ოქმში სამი სათადარიგოღა ეწერა.
მანამდე, შაბათს, ავჭალაში დაზავდნენ ბოლო ორი წლის ჩემპიონი ლელო სარასენსი და აქამდელი ლიდერი, რუსთავის ხარები.
სტუმრები დაწინაურდნენ პირველი ტაიმის ბოლოს, როცა მეტოქენი 12-12 კაცის ამარა დარჩნენ, მაგრამ ბოლოს ლელომ რომ შეიტანა სამი ლელო, ხარებმა 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით გადაარჩინეს თამაში * 22:22
ამ მატჩის 7-წუთიან მონაკვეთში მოგროვილი 6 სინბინი საქართველოს რეკორდია.
ტურში ლელოიანობა წინას დონეზე დარჩა – 12, ყვითელ ბარათთა რიცხვმა კი ხუთით იმატა და 15 შეადგინა – მატჩში საშუალოდ 3.0
არავინ გაუძევებიათ მხოლოდ ბოლო, ღამის მატჩში, მაგრამ 30 შერკინება კი დაინიშნა და ბევრი ხელახლაც დაეწყო.
ლელო არ გასულა არმია – არმაზის თამაშში.
სამაგიეროდ, ტურში ერთბაშად სამმა მოთამაშემ გაიტანა არეკნი, რაც ჩვენში იშვიათობაა.
ტურის ჯამური დასწრებაა 2250, ანუ მატჩზე საშუალოდ 450 მაყურებელი.
მესამე ტური >> სრული ოქმები
ლელო 22:22 ხარები
3ლ: მაისურაძე ხორბალაძე ნიჟარაძე; 2გ ჯ: ხმალაძე სბ სანიკიძე სურგულაძე მაისურაძე –
ლ: ბასილაია; გ 4ჯ: ხუციშვილი; ა: ბასილაია სბ ბ.ბებიაშვილი გ.ბებიაშვილი გოგიაშვილი
აცდა: გ ჯ – 3ჯ # შეცვლა: 3 / 3
მსაჯი თევზაძე @ 30/08 ავჭალა (800)
არმია 12:9 არმაზი$
3ჯ: ნუცუბიძე; ა: ელიზბარაშვილი სბ დარასელია –
3ჯ: ნიკოლავა სბ მარგველანი
აცდა: 2ჯ 2ა – 2ჯ # შეცვლა: 7 / 6
მსაჯი ჩიხლაძე @ 30/08 შევარდენი (200)
ყოჩები 30:14 აია
3ლ: ტყეშელიაძე მახარაშვილი გეგენავა; 3გ 3ჯ: სოხაძე სბ გარუჩავა მაისურაძე გრძელიშვილი –
2ლ: ფრუიძე დ.ლოსაბერიძე; 2გ: აფციაური სინაურიძე
აცდა: ჯ ა – 2ჯ # შეცვლა: 8 / 2
მსაჯი ტრაპაიძე @ 31/08 ბოლნისი (150)
თიბიეს 9:23 ბათუმი
3ჯ: ჯოგლიძე სბ არველაძე –
2ლ: გიგაშვილი თხელიძე; 2გ 2ჯ: კობახიძე; ა: ჯიმშელაძე სბ გაგოშვილი თხილაიშვილი ჯიმშელაძე
აცდა: ჯ – ჯ ა # შეცვლა: 6 / 6
მსაჯი ამაშუკელი @ 31/08 შევარდენი (600)
ლოკომოტივი 16:3 ჯიქი
ლ: ძნელაძე; გ 3ჯ: წიკლაური –
ჯ: ხარაზიშვილი
აცდა: ჯ ა – 3ჯ # შეცვლა: 5 / 7
მსაჯი გვირჯიშვილი @ 31/08 შევარდენი (500)
ქულა: 43 თემურ სოხაძე (ყოჩ; 37 ვაჟა ხუციშვილი (ხარ; 32 რატი ნუცუბიძე (არმ, ბაჩო ჯოგლიძე (თბს; 25 ბახვა კობახიძე (ბთმ; 18 რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქ)
ლელო: 3 ჟორა მღებრიშვილი (ხარ; 2 ვახტანგ ამირანაშვილი (ამზ, გიორგი ბიწაძე (ლოკ, თორნიკე გოგლიძე (თბს, იოსებ კიკვაძე (აია, ზვიად მაისურაძე (ლელო, თემურ სოხაძე (ყოჩ, გელა შალამბერიძე (აია, მიხეილ წიკლაური (ხარ)
მეოთხე ტური შაბათ-კვირას, 6-7 სექტემბერს გაიმართება.
წყვილები იხილეთ განრიგში. სტადიონები და დროები სამშაბათ დილამდე დამტკიცდება.
Rugby.Ge