დაუშვილის მარცხი და ლიპარტიას გამარჯვება უკრაინაში
უკრაინის პრემიერ ლიგის 22-ე ტურში ჯაბა ლიპარტიას “ზორიამ” ზაპოროჟიეში “მეტალურგი” მიიღო და 4:2 სძლია. ქართველმა შემტევმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 4:1 იყო. ამ გამარჯვებით ლუგანსკელებმა მეოთხე პოზიცია განიმტკიცეს.
მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგო ლვოვის “კარპატიმ”, რომელიც უშუალო კონკურენტ “ილიჩივეცთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და უკანასკნელ პოზიციაზე აღმოჩნდა.
ლვოველთა სასტარტოში იყო და 90 წუთი ითამაშა მურთაზ დაუშვილმა. ძირითადში იყო უკრაინის მოქალაქე ამბროსი ჩაჩუაც.