დავიდ ლოპესი ნაპოლის ფეხბურთელია

თარიღი: აგვისტო 31, 2014

“ესპანიოლის” ფეხბურთელი დავიდ ლოპესი წარმატებულ სამედიცინო შემოწმების შემდეგ “ნაპოლის” შეუერთდა და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ნაპოლიში გადმოსვლით ბედნიერი ვარ. ამ კლუბს შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს” – განაცხადა დავიდ ლოპესმა.

ტრანსფერის საფასური უცნობია, თუმცა კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით იტალიელებმა “ესპანიოლს” 5 მილიონი ევრო გადაუხადეს.

 

მსგავსი სიახლეები