დავიდ ლუისი შესაძლოა, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე “რეალს” შეუერთდეს
ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი მცველი, დავიდ ლუისი შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის “რეალში” გადაბარგდეს, სადაც მას პირადად ზინედინ ზიდანი ელის.
The Telegraph-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “არისტოკრატთა” 30 წლის ფეხბურთელი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ესპანურ კლუბთან.
შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ყოფილ ფეხბურთელს “ჩელსის” მთავარ მწვრთნელთან, ანტონიო კონტესთან უთანხმოება აქვს და ბოლო დროს მას მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ ეძლევა.
როგორც ირკვევა, ანტონიო კონტე ლუისს დიეგო კოშტას თანამოაზრედ მიიჩნევს და მზადაა, დიდი სიამოვნებით გაუშვას კლუბიდან.