დავიდ ლუისმა ბოდიში მოიხადა
პსჟ-ს მცველმა დავიდ ლუისმა “ჩელსის” კარში გატანილი გოლის აღნიშვნის გამო ბოდიში მოიხადა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი უკანახაზელი ლონდონური კლუბის ღირსებას 2011-2014 წლებში იცავდა.
“გოლის აღნიშვნის გამო ბოდიშ ვიხდი. ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო და თავის შეკავება ვერ შევძელი.
იბატჰიმოვიჩის გარეშე დავრჩით, მაგრამ იმედი მაინც გვქონდა. საბოლოოდ ხასიათი გამოვავლინეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით” – განაცხადა ლუისმა.