დავიდ ლუიზი: “კარგად ვიცი, რას დაავალებს მოურინიო შეგირდებს “პსჟ”-სთან მატჩში”
ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა და ამჟამად “პსჟ”-ს მცველმა დავიდ ლუიზმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “არისტოკრატებთან” დღეს გასამართი საპასუხო მატჩის წინ საკუთარი მოლოდინი ჟურნალისტებს გაუზიარა.
ბრაზილიელის თქმით, მისთვის ცნობილია, რას მოსთხოვს ჟოზე მოურინიოს “ჩელსის” ფეხბურთელებს.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა პარიზელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ 1:1 დასრულდა.
“კარგად ვიცი, რას დაავალებს მოურინიო თავის ფეხბურთელებს ჩვენს წინააღმდეგ. ჟოზე ეტყვით მათ, რომ სიმშვიდე და მოთმინება შეინარჩუნონ, რათა კონტრშეტევებზე დაგვიჭირონ. მას ესმის, რომ გოლი გვაქვს გასატანი. სიფრთხილე გვმართებს, რადგან “ჩელსი” ძალზე ძლიერია კონტრშეტევებში, მაგრამ მათაც იგივე ეხებათ. ლონდონელებმა იციან, რომ დაცვაში ჩაჯდომა და იბრაჰიმოვიჩისა და კავანისთან გამკლავება იოლი არ იქნება,”-განაცხადა ლუიზმა.