„დავით ნარმანიამ „ტორპედოსთვის“ ინვესტორის და დაფინანსების საკითხი საკუთარ თავზე აიღო“
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ ინვესტორის და დაფინანსების საკითხი საკუთარ თავზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ აიღო, საინფორმაციო სააგენტო „პირWელი“ აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა განაცხადა, რომელიც გუშინ ფინანსთა, ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების მინისტრებს შეხვდა.
„მოგეხსენებათ, „ვისოლმა“ შეაჩერა „ტორპედოს“ დაფინანსება, მაგრამ მინისტრების გადაწყვეტილებით, ისინი მოლაპარაკებას გამართავენ „ვისოლის“ ხელმძღვანელობასთან, რადგან მინიმუმ სეზონის დასრულებამდე მოხდეს კლუბის დაფინანსება.
მოგეხსენებათ, კლუბმა რომ იარსებოს, მინიმუმ თვეში 80 000 ლარი უნდა და სამწუხაროდ, „ვისოლის“ მიერ კლუბის დატოვების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქუთაისის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებული იყო, რის გამოც ადგილობრივი ბიუჯეტიდან კლუბის დაფინანსება ვერ მოხდება. ვიმედოვნებთ, რომ კომპანია „ვისოლი“ სეზონის ბოლომდე დააფინანსებს „ტორპედოს“, – ციტირებს მეფარიშვილის სიტყვებს სააგენტო.
შეგახსენებთ, რომ „ვისოლი“ „ტორპედოს“ 2010 წლიდან პატრონობს.
წყარო: pirweli.com.ge