დავიდ სილვა „ტოტენჰემთან“ ვერ ითამაშებს
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი დავიდ სილვა „ტოტენჰემთან“ ინგლისის პრემიერლიგის მეშვიდე ტურის მატჩში ვერ ითამაშებს.
ფეხბურთელი კუნთის ტრავმის შემდეგ ბოლომდე ჯერ არ გამოჯანმრთელებულა. ცნობისთვის, ტრავმა ესპანელმა „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში მიიღო. ამავე მიზეზით მან „ვესტ ჰემთან“ პრემიერლიგისა და „სანდერლენდთან“ ინგლისის ლიგის თასის შეხვედრა გამოტოვა.
„ქალაქელთა“ სამწვრთნელო შტაბი იმედოვნებს, რომ სილვა მიუნხენგლადბახის „ბორუსიასთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს.