დავიდ სილვამ „მანჩესტერ სიტისთან“ ხუთი წლით გაახანგრძლივა
„მანჩესტერ სიტიმ“ ნახევარმცველ დავიდ სილვასთან კონტრაქტი ხუთი წლით გაახანგრძლივა.
ესპანელი მოთამაშე „ქალაქელებს“ 2010 წლის ზაფხულს შეუერთდა, რის შემდეგაც პრემიერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახდა.
განვლილ სეზონში 28 წლის ესპანელის მონაგარმა 9 საგოლე გადაცემა და 6 გოლი შეადგინა.
„კლუბს ოთხი წლის წინ შევუერთდი და იმ მომენტიდან ეს ადგილი ჩემთვის მეორე სახლია.
როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ ჩინებული ფეხბურთელებისა და პიროვნებების გვერდით ვართ. ამ შესანიშნავ კლუბში დარჩენა და თასების მოგებისთვის ბრძოლა რატომ არ უნდა მინდოდეს?
ოთხ წელიწადში არნახულ პროგრესს მივაღწიეთ. მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს შორის ყოფნისთვის ყველაფერი გვაქვს“, – განუცხადა ესპანელმა „სიტის“ ოფიციალურ საიტს.
ცნობისთვის, მიმდინარე ზაფხულს „ქალაქელებმა“ ახალ ხელშეკრულებას ხელი ალექსანდრ კოლაროვთან და სამირ ნასრისთანაც მოაწერეს.