დავიდ ვილამ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

თარიღი: აპრილი 15, 2019

იაპონური “ვისელ კობეს” თავდამსხმელმა, დავიდ ვილამ განაცხადა, რომ ლიონელ მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

ვეტერანმა ესპანელმა პელე, მარადონა და კრუიფიც გამოარჩია, თუმცა ისიც თქვა, რომ მესი საუკეთესოა.

“ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, პელე, დიეგო მარადონა და იოჰან კრუიფი ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულები იყვნენ, მაგრამ მე მათი თამაშები იმდენჯერ არ მინახავს, რამდენჯერაც მესის. თუმცა, ჩემი აზრით, ლეო საუკეთესოა”, – უთხრა ვილამ Reuters-ს.

მსგავსი სიახლეები