დავით ჯიქია “ლოკომოტივში” დაბრუნდა
თბილისის ლოკომოტივს კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. კლუბმა კონტრაქტი 22 წლის ნახევარმცველ, დავით ჯიქიასთან გააფორმა. ჯიქია ლოკოში 2019 წლის ბოლომდე ითამაშებს, მხარეების სურვილის შემთხვევაში, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.
მან, პროფესიონალური კარიერა 2011 წელს, სწორედ ლოკომოტივში დაიწყო. ეროვნულ ლიგა 2-ში, ლოკოს მაისურით ჩატარებულ 51 მატჩში, 34 გოლი გაიტანა.
2014 წელს ჯიქიამ კარიერა ქუთაისის ტორპედოში გააგრძელა, საიდანაც კვლავ ლოკომოტივში დაბრუნდა. 2015 წელს იგი დინამო თბილისში გადავიდა, ნახევარი სეზონის შემდეგ კი საბურთალოს ფეხბურთელი გახდა, სადაც 18 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
2015 წლიდან, დავითი სამტრედიას შემადგენლობაში თამაშობდა. 2016 წელს, იგი ქვეყნის ჩემპიონი და სუპერ თასის მფლობელი გახდა. სამტრედიის მაისურით, ჯიქიამ ეროვნულ ლიგაში, 63 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.