დავით ხოჭოლავა “შახტართან” ერთად უკრაინის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

თარიღი: მაისი 20, 2019

უკრაინის პრემიერ ლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე დავით ხოჭოლავას დონეცკის “შახტარმა” ჩემპიონობა გაინაღდა.

19 მაისს “შახტარი” სტუმრად “ზორიას” დაუპირისპირდა” და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე ჟუნიორ მორაეშმა გაიტანა. ხოჭოლავა დონეცკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

26 წლის ქართველი მცველი “შახტართან” ერთად უკრაინის ჩეპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. მან რამდენიმე დღის წინ უკრაინის თასიც მოიგო.

მსგავსი სიახლეები